in

ინტერი შესაძლოა პორნოსაიტმა დააფინანსოს, თუმცა ერთი პირობაა

ზრდასრულთათვის განკუთვნილმა სოციალურმა ქსელმა Snipchat მილანის „ინტერს“ სპონსორობა შესთავაზა. საქმე ისაა, რომ „ინტერმა“ საბურავების მწარმოებელ Pirelli–სთან ურთიერთობა დაასრულა. ახალი სპონსორი კლუბს 23 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც Pirelli-სთან შედარებით ორჯერ უფრო მეტია.

27 წლის მერე: ინტერის მაისურიდან პირელი გაქრება

საქმე ისაა, რომ Stipchat–ს აქვს ერთი პირობა, რომლის შესრულებაც კლუბს ალბათ გაუჭირდება. სპონსორი ითხოვს, რომ ფეხბურთელების მაისურები საიტის ფერებში ანუ წითელსა და შავში იყოს გადაწყვეტილი. „ინტერს“ უკვე მზა მაკეტიც გაუგზავნეს და ის ძალიან ჰგავს მოსისხლე თანაქალაქელის – „მილანის“ ფორმას. ასეც არ იყოს, წარმოუდგენლად ჩანს ამ ისტორიულმა კლუბმა ტრადიციულ ფერებზე – შავ-ლურჯზე უარი თქვას.


„ინტერს“ ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. კლუბს მინიმუმ 170 მილიონი ევრო სჭირდება იმისთვის, რომ მომდევნო სეზონზე არსებობა შეძლოს. გარდა ამისა, კლუბს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვალიც აქვს და რომელუ ლუკაკუს სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო, ასევე ბონუსი 5 მილიონი ევრო, აქვს გადასახდელი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს: ვნებები ჩაცხრება და საქმეზე გადავალთ

კარის აჭედვა და კლუბების გაფიცვა: რა მოყვება არჩევნებს – ვეტერანი მორაგბეები დანებებას არ აპირებენ