in ,

ჟოზემ რომს მუღამი დაუკარგა: ინტერი თვითონ კარგავს და ქალბატონთან მიდის – XXX ტური

რომაულ დერბიში დიდი ბრძოლა არ შედგა. ჟოზე მოურინიოს “რომა” ბოლო დროს კარგ შედეგს აჩვენებს, რა ხანია არ წაუგია, ბოლო 4-დან კი 3 თამაში მოიგო და მე-4 ადგილი კი გაუჭირდება, მაგრამ ევროზონის მაძიებელი კი არის. “რომაელებმა” უკვე პირველ ნახევარში მოათავეს საქმე, როდესაც 3 უპასუხო გოლი გაიტანეს და თანაქალაქელ მეტოქეს ცხრილშიც გადაასწრეს.

ისევ დამუხრუიჭდა “ინტერი”, რომელმაც “ფიორენტინას” ვერ აჯობა შინ და საჩემპიონო ბრძოლაში კი არის ჩართული, მაგრამ ამდენი განიავებული ქულებით შორს ნაღდად ვერ წავა.
მას უკვე ერთ ქულაში მიუახლოვდა “იუვენტუსი”, რომელმაც აგერ უკვე მეოთხედ მოიგო ზედიზედ და დიდი ინტრიგაც შექმნა მომდევნო ტურისთვის – სანაკრებო პაუზის შემდეგ, 3 აპრილს “იუვენტუსი”-“ინტერი” გველოდება.

This image has an empty alt attribute; its file name is 1386517080_169.jpeg

უმართლებს “მილანს”. კალაძის ყოფილი გუნდი კინკილა გოლებით 3-3 ქულას აგროვებს და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერიცაა. თუმცა იქვეა “ნაპოლიც”, რომელიც ოსიმენის გოლებით ხეირობს (ახლა დუბლი გააკეთა) და დაძაბულ გარემოს ტოვებს. ისე, მომდევნო ტურში არც ნეაპოლელებს აქვთ მარტივი თამაში, ბერგამოში მიდიან “ატალანტასთან”, რომელმაც ბოლოს დაკარგული ქულების შემდეგ მოიგო და ევროტურნირებზე მოხვედრისთვის ბრძოლას განაგრძობს.

This image has an empty alt attribute; its file name is Screenshot-2022-03-20-123613-1024x453.jpg

„ინტერს“ 1 მოგება აქვს ჩემპიონატის ბოლო 7 შეხვედრაში.

ინძაგი: „7 ქულა ბოლო 7 მატჩში ზემოქმედებს. საჭიროა სიმშვიდე“.

„ჯენოა“ 24-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდა, მაგრამ მაინც მოიგო – ეს გუნდის პირველი გამარჯვებაა სექტემბრის შემდეგ.

ტამი აბრაჰამი “რომას” რეკორდსმენია გახდა სადებიუტო სეზონში ყველა ტურნირზე გატანილი გოლებით – 23.

„მილანი“ არ აგებს 10 მატჩია – 6 მოგება და 4 ფრე.

“მილანმა” ბოლო 3 მატჩი 1:0 მოიგო.

პიოლი: „მილანი“ მშვენივრად მუშაობს, მაგრამ სკუდეტოს მოგება 4 კლუბს შეუძლია“.

სერია ა – XXX ტური

სასუოლო – სპეცია 4:1
ჯენოა – ტორინო 1:0
ნაპოლი – უდინეზე 2:1
ინტერი – ფიორენტინა 1:1
კალიარი – მილანი 0:1
ვენეცია – სამპდორია 0:2
ემპოლი – ვერონა 1:1
იუვენტუსი – სალერნიტანა 2:0
რომა – ლაციო 3:0
ბოლონია – ატალანტა 0:1

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი: ვისკონსინი ისევ დამარცხდა

მაკფადენის საოცარი მატჩი და შერმადინის 12 ქულა