სანაკრებო პაუზა მიილია და ევროპაში საფეხბურთო ჩემპიონატები განახლდება, მათ შორის პორტუგალიის ჩემპიონატი. მომდევნო ტურში “ჟილ ვისენტე” სტუმრად “მორეირენშეს” დაუპირისპირდება.
მატჩამდე “ჟილ ვისენტეს” მთავარმა მწვრთნელმა რიკარდო სოარეშმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე, მათ შორის გიორგი აბურჯანიას შესახებაც ისაუბრა:
“აბუ არის ფეხბურთელი, რომლის მიმართაც დიდი ნდობა გვაქვს და მაღალი სათამაშო ხარისხი აქვს. ვფიქრობ ნაკრებში გამოძახება მისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის პრობლემაა, რადგან ამ დროს გუნდში ბევრს ვარჯიშს აცდენს. აქედან გამომდინარე მივიჩნევ, რომ მისთვის ნაკრებში გამოძახება საზიანოა”, – თქვა რიკარდო სოარეშმა.
GIPHY App Key not set. Please check settings