“საფრანგეთს ვგულშემატკივრობ. ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო გუნდი მას ჰყავს, საოცარი შემადგენლობა ჰყავთ ფრანგებს, თან ახლა ბენზემაც დაიმატეს. ფაქტობრივად, ნებისმიერ პოზიციაზე კონკურენციაა. ასე რომ, მგონია, რომ გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი სწორედ საფრანგეთს აქვს.
ევროპის ჩემპიონატს არ ეხება, მაგრამ უნდა ვთქვა, ძალიან მინდა, რომ ჩემს საყვარელ ფეხბურთელ მესის გაუმართლოს. ყველანაირი რეკორდი მოხსნა ამ ადამიანმა. როგორც პიროვნებასაც პატივს ვცემ, არასოდეს საკუთარ თავს არ გამოარჩევს. ძალიან მინდა, რომ მან ბოლოს და ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვოს” – ნონა გაფრინდაშვილი “ფორტუნა +”-ის გადაცემაში “მოგების სეზონი”.
GIPHY App Key not set. Please check settings