in

პირველი ოქრო ისტორიაში: ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია

ESPOO, FINLAND - JANUARY 28: Anastasiia Gubanova of Georgia poses in the Women's medal ceremony during the ISU European Figure Skating Championships at Espoo Metro Areena on January 28, 2023 in Espoo, Finland. (Photo by Joosep Martinson - International Skating Union/International Skating Union via Getty Images)

ქართული სპორტის ისტორიაში კიდევ ერთი საამაყო ფურცელი ჩაიწერა: ფიგურულ სრიალში საქართველოს ევროპის ოქრო აქვს. ეს გამარჯვება ანასტასია გუბანოვას ანგარიშზეა.

ფინეთის ქალაქ ესპოოში ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამაში შესანიშნავი ასპარეზობისა და პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში – 130.10, საერთო ჯამში კი 199.91 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს პირველი არხი ფინეთში მყოფ ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს, მაკა გიორგობიანს დაუკავშირდა:

„ეს წარმატება არის უმნიშვნელოვანესი ზოგადად ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიისთვის და ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ფედერაციის მომავლისათვის.

ბრძოლა ურთულესი, დაძაბული და კონკურენტული იყო. ამ ფაქტორების მიუხედავად, ანასტასიამ ყველაფერი გააკეთა. ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური ბრძოლა, აქ იყო ურთულესი ფსიქოლოგიური ჭიდილიც, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი ქვეყნის სახელი გავიტანეთ ყველაზე მაღალ საფეხურზე.

„მადლობა“, – ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ტრიუმფის შემდეგ ეს იყო ის პირველი სიტყვა, რაც მე ანასტასია გუბანოვას ვუთხარი. ეს გამარჯვება, პირველ რიგში, ანასტასიას თავდაუზოგავი შრომის შედეგია.“

ანასტასია გუბანოვა რუსეთშია დაბადებული (ტოლიატი). 2021 წელს რუსეთის ფიგურული სრიალი ფედერაციამ გუბანოვას უფლება მისცა საქართველოს ნაკრებში გამოსულიყო.

2023 წლსი 28 იანვრის მონაცემებით გუბანოვას საერთაშორისო რეიტინგში მე-6 ადგილი უკავია.

ესპოოში კი ევროპის ჩემპიონატის ძირითადი ასპარეზობები დასრულდა და მედალი რვა ქვეყნის წარმომადგენელმა მოიპოვა.

იტალია – 2 ოქრო, 2 ვერცხლი
საქართველო – 1 ოქრო
საფრანგეთი – 1 ოქრო
ბრიტანეთი – 1 ვერცხლი
ბელგია – 1 ვერცხლი
შვეიცარია – 2 ბრინჯაო
გერმანია – 1 ბრინჯაო
ფინეთი – 1 ბრინჯაო

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას კიდევ ერთი აღიარება: მწვრთნელებმა ქართველი აღმოაჩინეს

პირველად ათეულში და ორი წყვილით მომდევნო წელს: რევია-კაზაკოვა მერვეზე გავიდნენ