მსოფლიო ფეხბურთის გრანდმა კატალონიის “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ შვედურ მუსიკალურ პლატფორმა Spotify-სთან გააფორმეს კონტრაქტი და შემდეგი 4 წლის განმავლობაში შვედური კომპანია კატალონიური გრანდის სატიტულო სპონსორი იქნება.
მხარეებს შორის შეთანხმება მომდევნო სეზონიდან შევა. “ბარსას” ყველა ასაკობრივი გუნდები (როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა) მაისურებზე Spotify დაიწერენ. ასევე, ისტორიაში პირველად ლეგენდარულ “კამპ ნოუს” სახელი შეეცვლება და 2022/23 წლების სეზონიდან მას “Spotify კამპ ნოუ” ერქმევა.
აღსანიშნავია, რომ კატალონიელები ამ გარიგების შედეგად დაახლოებით 300 მილიონ ევროს იშოვიან.
შეგახსენებთ, აქამდე “ბარსელონას” სატიტულო სპონსორი Qatar foundition იყო.
“ძალიან ამაყი ვართ ასეთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი კლუბის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას გულშემატკივართან. ამით ისინი კიდევ უფრო მეტად ოგრძნობენ “ბარსას” ოჯახის ნაწილად თავს, რადგან გართობა და ფეხბურთი ორი ძალიან მნიშვნელოვანი და ერთმანეთზე მჭიდროდ გადაჯაჭვული ფაქტორია.
ასევე, ეს თანამშრომლობა ხელს შეგვიწყობს იმ ახალი ეპოქის დაწყებაში, რომელსაც ვაპირებთ”, – თქვა კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ.
GIPHY App Key not set. Please check settings