ბერძნული-რომაული სტილით ჭიდაობა არის სპორტის სახეობა, რომელშიც დიდწილად გამარჯვებულის ვინაობას მსაჯები განსაზღვრავენ. მსაჯთა კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული თუ ვის მიანიჭებს მსაჯი აქტიურობის უპირატესობას.
აშკარა იყო რამაზ ზოიძე უფრო აქტიური იყო, ილეთებს ცდილობდა და ირანელ მოჰამედრეზა გერაის შემჩნევა მისცა და ზოიძეს ქულა ერგო, მაგრამ ირანელმა ჩოგჯენში თავის დაცვა მოახერხა.
მეორე პერიოდში რამაზ ზოიძე აშკარად უფრო აქტიური იყო და მან გდებაც სცადა, მაგრამ მსაჯებმა შემჩნევა პირიქით ზოიძეს მისცეს და ქართველი ჩააყენეს ჩოგჯენში. რამაზმა წამოდგომა მოახერხა, მაგრამ საკამათო ეპიზოდში ზოიძეს მეტოქის ფეხზე ხელის მოკიდება დაუფიქსირეს და ირანელს 2 ქულა მისცეს. პლუს, მოჰამედრეზა გერაის თავიდან მისცეს ჩოგჯენის უპირატესობა, რომელიც ირანელმა გამოიყენა.
საბოლოოდ, 1:6 და მსაჯების არასწორი გადაწყვეტილებით ზოიძე ნახევარფინალში დამარცხდა.
ბრინჯაოს მედლისთვის რამაზ ზოიძე ხვალ იჭიდავებს.
GIPHY App Key not set. Please check settings