in

პარიზის ოლიმპიადაზე ძალოსნობის წონითი კატეგორიები იცვლება

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობა ახალი წონებით წარსდგება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე ძალოსანთა ტურნირი ახალ წონით კატეგორიებში ჩატარდება.

კერძოდ, პარიზულ ფიცარნაგზე ძალოსანთა ასპარეზობები გაიმართება კაცთა ხუთ – 61, 73, 89, 102, +102 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ასევე ხუთ წონაში – 49, 59, 71, 81, +81 გამოვლენ ქალი ძალოსნებიც.

საგულისხმოა, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანთა შეჯიბრებები 7 წონით კატეგორიაში ჩატარდა, როგორც კაცებში, ისე ქალებში.

პარიზი XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 2024 წლის 26 ივლისი – 11 აგვისტოს ჩათვლით.

ეს ნიშნავს იმას, რომ ძველ წონაში დაფიქსირებული რეკორდები გაუქმდება და ქართველ გოლიათს, მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცსს ლაშა ტალხაძეს პარიში ახალი რეკორდების დამყარება მოუწევს, მაგრამ ლაშასთვის ესეც არ წამოადგენს პრობლემას.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: პაპავას ულამაზესი ჯარიმა – დინამომ დილას მოუგო, ტორპედომ ხასიათი გამოიკეთა

საქართველო მეოთხე კალათაში: მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა 12 აპრილს გაიმართება