თორნიკე ოქრიაშვილი თავისი ახალი კლუბის, ნიქოზიას „აპოელის“ ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა – გუნდი ლარნაკას აეკ-ს შეხვდა და 1:1 ითამაშა.
ქართველმა ნახევარმცველმა თამაშის 37-ე წუთზე ფეხში ტკივილი იგრძნო, სათადარიგოთა სკამთან მივიდა და შეცვლა მოითხოვა. კლუბის ცნობით, ტრავმირებული ქართველი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ზუსტი დიაგნოზი ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
ოქრიაშვილს დღეს ჩაუტარდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ქართველ ნახევარმცველს სამედიცინო შემოწმების შემდეგ ეტყვიან, პრობლემა რა მასშტაბისაა და მოედანს რამდენ ხანში დაუბრუნდება.
გუნდში იმედოვნებენ, რომ ახალწვეულს სერიოზული არაფერი ელის და მოედანს მალე დაუბრუნდება. ერთი რამ ცხადია – ოქრიაშვილი არ წავა გუნდთან ერთად საბერძნეთში, სადაც „აპოელი“ ათენის „პანათინაიკოსთან“ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ნაკრებს სექტემბრის დასაწყისში მსოფლიო ჩემპინატის შესარჩევი ეტაპის მტჩები ელის. ვილი სანიოლის გუნდი 2 სექტემბერს ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” კოსოვოს უმასპინძლებს. 5 სექტემბერს კი, ესპანეთს ესტუმრება.
ესპანეთი საქართველოს ბადახოსში უმასპინძლებს
GIPHY App Key not set. Please check settings