in

ოფიციალურად: სილესენი ნაიმეგენის ფეხბურთელია

ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ ტრანსფერების სექცია დღის ბოლოს, ცალკე გვაქვს გამოყოფილი, თუმცა, როდესაც ქართველ ფეხბურთელს ანდაც მის სათამაშო წუთებზე ამსახველი ტრანსფერი დასტუდება, ცხადია, განცალკევებით გამომზეურებას იმსახურებს.

რამდენიმე კვირის წინ გაუწყეთ, რომ სილესენი მშობლიურ კლუბ, „ნაიმეგენს“ დაუბრუნდებოდა და ეს, რასაკვირველია, ნიდერლანდური თუ ესპანური პრესით იყო ნაკარნახევი.

დიახ, სილესენისა და „ნაიმეგენის“ ოდა დადასტურდა და წარმატების მეტი რა უნდა უსურვო გოლკიპერს, რომელსაც ორ მუნდიალზე აქვს ნათამაშები და თავის დროზე 40 მილიონი ევროც ღირდა? პირიქით, ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც ამ კლასის მეკარეს ქართველი, თან 20 წლის (ვიტყოდი უწვერულითქო, თუმცა გვარიანი უტრირება იქნებოდა) ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდებს და გუნდის დატოვებას უბიძგებს.

მოკლედ, მინუს ერთი მამარდაშვილს და იდეალური პლაცდარმი, რომ ხანგრძლივი და სათამაშო წუთებით დახუნძლული კარიერა მოიწყოს…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

The sun: ბარნლის მიქაუტაძე სურს

ბართომეუ მაგარ შარშია