in

ოფიციალურად: კრიშტიანუმ მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა!

დიახ, გაგანია მუნდიალის დროს, როდესაც ყველანი მომდევნო დღის 14 საათზე ვასწორებთ დროს და იქიდან 11 საათიან, მაგიურ მოგზაურობას ვგეგმავთ, ამდროს კრიშტიანუ რონალდუმ საკლუბო ამბები დაალაგა და მოხდა ის, რაც ვიცოდით, რომ გარდაუვალი იყო – რონიმ ოცნებების თეატრი დატოვა!

რამდენიმე დღისწინ, კრიშტიანუს იმდენად სკანდალური ინტერვიუ ჰქონდა “TALK TV”-თან, რომ ინტერვიუს შინაარსი ნაწილ-ნაწილ მზეურდება, მაგრამ მთავარი ერთია: კრიშტიანუ სრულიად მანჩესტერის წითელ მხარეს აუმხედრდა და საწადელს მიაღწია – ის თავისუფალი აგენტია.

2021 წელს “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნების შემდეგ რონიმ ყველა ტურნირზე 55 მატჩი გამართა და თავი 27 გოლს მოუყარა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არგენტინა შეწყდა: რატომ შეიძლება ფინალში მაინც გავიდეს – მესის რეკორდები

მოქმედმა ჩემპიონმა ავსტრალია მაინც გატეხა