in

არგენტინა შეწყდა: რატომ შეიძლება ფინალში მაინც გავიდეს – მესის რეკორდები

მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა. არგენტინამ წააგო და თან საუდის არაბეთთან 1:2. პირველ ტაიმში ლეო მესიმ, მე-10 წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში. არგენტინელებს პირველსავე ტაიმში 3 გოლი გააუქმეს თამაშგარეს გამო, მეორე ნახევრის 5-წუთიან მონაკვეთში არაბებმა 2-ჯერ გაიტანეს და დაუვიწყარი გამარჯვება მოიპოვეს.

გარი ლინეკერი: „ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში“.

არგენტინამ საუდის არაბეთს თამაშიდან ვერ გაუტანა, არადა 14-ჯერ დაარტყა. 3 გოლი ოფსაიდის გამო გაუქმდა.

არგენტინის წაუგებელი სერია 36 მატჩის შემდეგ შეწყდა. გუნდს ერთი თამაში დააკლდა იტალიის რეკორდამდე.

არგენტინამ პირველი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად წააგო 1990 წლის შემდეგ. მერე გუნდი ფინალში გავიდა.

არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატზე 2 გოლი პირველ მატჩში პირველად გაუშვა 1974 წლის შემდეგ.

საუდის არაბეთმა ისტორიაში მეხუთედ გაიტანა 2 გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე.

მესიმდე მხოლოდ პელე, ზეელერი, კლოზე და რონალდო იტანდნენ ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე.

მესი – პირველი ფეხბურთელია შედეგიანი მოქმედებით ზედიზედ ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე. 12 (7+5) ქულა ტურნირის 20 მატჩში.

მესი – პირველი არგენტინელია, რომელმაც ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. მარადონას და ბატისტუტას სამ მუნდიალზე გაუტანიათ.

მესი რონალდოს დაეწია მსოფლიო ჩემპიონატზე გოლების მხრივ. 7-7 გოლი აქვთ, მაგრამ ლეომ 3 მატჩით მეტი ითამაშა.

მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გაიტანა პირველ მატჩში.

მესი მე-5 მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს. შეტევის მოთამაშეებს შორის ეს რეკორდის გამეორებაა.

მესი მსოფლიო ჩემპიონატზე მარადონას გარეშე: „უჩვეულო იქნება მისი ტრიბუნებზე არყოფნა. ის მუდმივად ჩვენთანაა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მუნდიალის მთავარი ვარსკვლავების საყვარელი ქალები

ოფიციალურად: კრიშტიანუმ მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა!