საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. გავრცელებული ხმები გამართლდა და ბათუმის “დინამომ” ოფიციალურად დაადასტურა გუნდში ზურიკო დავითაშვილის გადასვლა.
დავითაშვილი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ტულას “არსენალი” დატოვა, აჭარულ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და “დინამოში” 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ზურიკო დავითაშვილი “არსენალს” 2-021 წელს შეუერთდა და განვლილ სეზონში 23 შეხვედრაში მის ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე პასია.
GIPHY App Key not set. Please check settings