საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფი ოფიციალურად დაკომპლექტდა. აქამდეც ვიცოდით თურქეთისა და ბულგარეთის თაობაზე, ახლა კი პირველი კალათის მეტოქეც გაირკვა და ისევ ესპანეთი დაგვიჯდა. რთული ჯგუფია, ვერაფერს იტყვი, მაგრამ უნდა ვიომოთ ბოლომდე. ვიწყებთ ორი საშინაო მატჩით, მერე ორი ურთულესი გასვლა და აკორდი იქ, სადაც შესაძლოა მოგება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.
ჯგუფური ტურნირი შემოდგომაზე დაიწყება და შემოდგომასვე დასრულდება.
E ჯგუფი
I ტური – 4 სექტემბერი
საქართველო – თურქეთი
ბულგარეთი – ესპანეთი
II ტური – 7 სექტემბერი
საქართველო – ბულგარეთი
თურქეთი – ესპანეთი
III ტური – 11 ოქტომბერი
ბულგარეთი – თურქეთი
ესპანეთი – საქართველო
IV ტური – 14 ოქტომბერი
თურქეთი – საქართველო
ესპანეთი – ბულგარეთი
V ტური – 15 ნოემბერი
საქართველო – ესპანეთი
თურქეთი – ბულგარეთი
VI ტური – 18 ნოემბერი
ბულგარეთი – საქართველო
ესპანეთი – თურქეთი
GIPHY App Key not set. Please check settings