in

ორი მოძრაობის შემდეგ სალომე ფაჟავა მე-18 ადგილზეა და ფინალის შანსი ძალიან მცირეა

23 წლის ქართველი სპორტსმენი სალომე ფაჟავა მხატვრულ ტანვარჯიშში ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობას აგრძელებს. ფაჟავამ მრავალჭიდში პირველად რგოლით იასპარეზა, რის შემდეგაც ბურთითაც გამოვიდა.

ფაჟავამ 21.950 ქულა დააგროვა, რაც აღნიშნულ მოძრაობაში მხოლოდ 21-ე შედეგი გახლდათ, ორი მოძრაობის ჯამში კი, 45.500 ქულით მე-18 ადგილზეა და 8 სპორტსმენს უსწრებს, რაც ფინალში მოსახვედრად საკმარისი შედეგი არ არის. ქართველი სპორტსმენი 10 საუკეთესოში უნდა შევიდეს, რათა გადამწყვეტ რაუნდში ვიხილოთ.

სალომე დღესვე გურზითა და ლენტითაც გამოვა, რის შემდეგაც ქულები დაჯამდება და ფინალისტთა ვინაობა გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ რიოს ოლიმპიადაზე სალომე ფაჟავამ 69.115 ქულა დააგროვა და ფინალამდე 0.867 ქულა დააკლდა. მაშინ ქართველმა ტანმოვარჯიშემ მე-14 საფეხური დაიკავა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოდიკაძე სადულაევთან უშანსოდ დამარცხდა, მაგრამ რეპეშაჟის შანსს ინარჩუნებს

ვიდეო: მესის ფანი ნოუ კამპთან ტირის და რკინას თავს ურტყამს