2 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ასპარეზობაში ჯერ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან, შემდეგ ესტაფეტას კლასიკოსები გადაიბარებენ.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ მოახლოვებული ტურნირისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ოსლოში ორი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება. ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი ტიტულის დაცვას შეეცდებიან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
57 კგ. – გოგა ძიგუა
61 კგ. – ბექა ლომთაძე
65 კგ. – ედემი ბოლქვაძე
70 კგ. – ზურაბ იაკობიშვილი
74 კგ. – ავთანდილ კენჭაძე
79 კგ. – ნიკა კენჭაძე
86 კგ. – სანდრო ამინაშვილი
92 კგ. – ირაკლი მწითური
97 კგ. – ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ. – გენო პეტრიაშვილი
GIPHY App Key not set. Please check settings