„ბარსელონა“ მზადაა რობერტ ლევანდოვსკის დაახლოებით 300 მლნ ევრო გადაუხადოს წლიურად, ამაზე Goal წერს.
ცნობილი გახდა, რომ „ბარსა“ ახლოსაა პოლონელის გაფორმებასთან. თუმცა კატალონიელებს ჯერ „ბაიერნთან“ არაფერი შეუთანხმებიათ. ლევანდოვსკის ტრანსფერისთვის „ბლაუგრინა“ 40 მილიონი ევროს გადასახდელად არის მზად.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაიერნი“ 65 მლნ ევროს ითხოვდა, მაგრამ საქმეში სხვა ფეხბურთელების ჩართვის გამო შესაძლოა თანხა შემცირდეს.
TVP Sport კიდევ უფრო შორს წავიდა და ირწმუნება, რომ 33 წლის პოლონელმა გოლეადორმა უკვე შეათანხმა კიდეც კონტრაქტის პირობები.
მან მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელებს უკვე აცნობა გადაწყვეტილება, რომ აღარ გაახანგრძლივებს „ბაიერნთან“ ურთიერთობას. მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდეა.
დაიწერა იმის შესახებაც, რომ „ბარსელონას“ მწვრთნელი ჩავიც თანახმაა და იწონებს ამ ტრანსფერს.
ასევე ითქვა, რომ ლევანდოვსკის არჩევანი „ბარსას“ და „ლივერპულს“ შორის ჰქონდა და პოლონელმა ესპანეთში წასვლა არჩია.
კიდევ ერთ მეგატრანსფერზე ალაპარაკდნენ.
„რეალი“ დაინტერესდა „სიტის“ წამყვანი ნახევარმცველით კევინ დე ბრუინით. ამაზე აცნობა Todofichajes-მა.
თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ წყაროს ცნობით, მადრიდელები ბელგიელის წაყვანას იმ შემთხვევაში შეეცდებიან თუ მბაპე ან ჰაალანდის ტრანსფერი არ გამოუვათ. თავად დე ბრუინი არ არის წინააღმდეგი კარიერა „რეალში“ განაგრძოს, თუმცა „სიტი“ იმ შემთხვევაში გაუშვებს თუ სამაგიეროდ 100 მლნ ევროს მიიღებს.
ბელგიელი ჰავბეკის კონტრაქტი „სიტისთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
GIPHY App Key not set. Please check settings