სოკ-მა 22 წლის შვეიცარიელი ჟოკეის რობინ გოდელის ცხენის დაძინების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ცხოველი სახელად Jet Set, გუნდური ასპარეზობის შემდეგ დააძინეს.
პირველ აგვისტოს, 20 მეტრის სიგრძის ბარიერის გავლის დროს 14 წლის ცხენმა ტრავმა მიიღო. ცხოველს გადაუდებელი ვეტერინარული დახმარება ტრასაზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების სპეციალური მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი ტრავმები სიცოცხლესთან შეუსაბამო აღმოჩნდა.
„დაზიანება იმდენად სერიოზული იყო, რომ ჰუმანური მოსაზრებებით, ასევე მეპატრონესთან და სპორტსმენთან შეთანხმებით, ცხენის დაძინების გადაწყვეტილება მივიღეთ. ნიმუშები აღებულია და ექსპერტიზაც ჩატარდება“ – ნათქვამია საცხენოსნო სპორტის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზაფხულის ოლიმპიადა 23 ივლისს დაიწყო და 8 აგვისტოს დასრულდება.
GIPHY App Key not set. Please check settings