ნონა გაფრინდაშვილი იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ამ ტიტულს უკვე მერვედ დაეუფლა.
ნონა გაფრინდაშვილმა თერთმეტ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და 5-გზის მსოფლიო ჩემპიონია. ნონა პირველი საჭადრაკო „ოსკარის“ მფლობელი და „ევროპის ოქროს პაიკის“ ლაურეატია.
სოფიო ტერელაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ქალთა შორის 50+ პირველობა კი გაინაწილა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზე გავიდა.
ასევე მსოფლიო ჩემპიონი გახდა საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა სენიორ (+50) მოჭადრაკეთა შორის
ქართველი მოჭადრაკისთვის ეს სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული მეორე ტიტულია.
GIPHY App Key not set. Please check settings