დღეს, საბერძნეთის თასის განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც “ლამია” თესალონიკის პაოკ-ს დაუპირისპირდა და ფრეს 1:1 დასჯერდა. პირველი შეხვედრა თესნახევარფინალში ალონიკელებს 5:2 ჰქონდათ მოგებული და საბერძნეთის თასის ნახევარფინალშიც პაოკი გავიდა.
სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო ნიკა ნინუა და მე-14 წუთზე გოლიც გაიტანა. ქართველს საგოლე პასი ცნობილმა ფეხბურთელმა შინჯი კაგავამ გაუკეთა. ნიკა 68-ე წუთზე შეცვალეს.
პაოკ ნახევარფინალში “ოლიმპიაკოსისა” და “არისის” წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, რომლებიც განმეორებით მატჩს ხვალ ითამაშებენ. პირველი თამაში “ოლიმპიაკოსმა” საკუთარ არენაზე 2:1 მოიგო.
ასევე, კარგი დღე ჰქონდა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ საბა ლობჟანიძეს. მისმა “ანკარაგიუჯიუმ” თურქეთის სუპერლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში თურქული ფეხბურთის გრანდი და მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერი “გალათასარაი” 2:1 დაამარცხა. საბამ სრულად ითამაშა. 55-ე წუთზე მან ულამაზესი გოლი გაუტანა ფერნანდო მუსლერას და ანგარიში ორამდე გაზარდა. ქართველი 64-ე წუთზე გააფრთხილეს.
ამ გამარჯვებით “ანკარაგიუჯიუს” 23 ქულა დაუგროვდა და მე-19 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings