საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც მიუნხენში ტიტულის და სარეიტინგო ქულების დაცვა ვერ მოახერხა, განახლებულ რეიტინგში საგრძნობლად დაქვეითდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ერთბაშად 7 პოზიცია დაკარგა და ახლა ის მსოფლიოს 27-ე ნომერია.
მომდევნო ტურნირი, რომელზეც 30 წლის ქართველი ჩოგბურთელი იასპარეზებს მადრიდის 1000 ქულიანი მასტერსია. წილისყრაში ნიკას ძალიან არ გაუმართლა, რადგან მისი პირველივე მეტოქე იტალიელი ფაბიო ფონინია და 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში დიდია შანსი ბასილაშვილი რაფაელ ნადალს გადაეყაროს.ესპანელი მატადორი ტრავმის შემდეგ კორტს უბრუნდება.
GIPHY App Key not set. Please check settings