in

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენში ტიტულის შენარჩუნებას ეცდება

საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მე-20 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის 250-იან ტურნირზე იასპარეზებს და შარშან მოპოვებული ტიტულისა და ასევე სარეიტინგო ქულების დაცვას შეეცდება.

30 წლის ქართველი ჩემპიონი, როგორც უკვე გითხარით ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, მეოთხე ნომარად იქნება განთესილი. მასზე მაღალი განთესვა ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდერ ზვერევს, კასპერ რუდის და რაილი ოპელკას აქვთ.

ნიკამ ბოლოს მონტე კარლოს მასტერზე იასპარეზა და პირველივე ეტაპზე ბულგარელ გრიგორ დემიტროვთან შეხვედრა მეორე სეტში შეწყვიტა.

ამ დროისთვის ბასილაშვილი რეიტინგში 1801 ქულით მეოცეა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რევაზ იმნაიშვილი: მთავარი მატჩი ბრაზილიასთან გვექნება – ბრძოლა ყველასთან შეიძლება

ბათუმის დინამო სამაგილითო საქციელი: უკრაინელები აჭარული გუნდის თამაშზე დასწრებას უფასოდ შეძლებენ