in

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირზე ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მეცში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში (20-26 სექტემბერი), რომლის საპრიზო ფონდიც 586 140 ევროა, მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირის ორგანიზატორთა განცხადებით, MOSELLE OPEN-ზე ბასილაშვილს მე-9 განთესვა ექნება, მის წინ კი, ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა, პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი, ავსტრალიელი ალექს დე მინორი, ფრანგი გაელ მონფილსი, იტალიელი ლორენცო სონეგო, ფრანგი უგო უმბერი, რუსი კარენ ხაჩანოვი იქნებიან.

MOSELLE OPEN ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ერთ-ერთი საყვარელი შეჯიბრია, რადგანაც ის 2016 წლის შემდეგ არ გამოუტოვებია. ნიკოლოზმა ყველაზე წარმატებულად 2017 წელს ითამაშა, როდესაც ნახევარფინალამდე მივიდა და ფრანგ ბენუა პერთან 1:6, 6:7 (5:7) წააგო. 2018 და 2019 წლებში ნიკოლოზმა მეოთხედფინალში ითამაშა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აიზეა ტომასი შესაძლოა თორნიკე შენგელიას თანაგუნდელი გახდეს: ტომასს NBA-ს ALL STAR ორჯერ აქვს ნათამაშები

გაიცანით ვიქტორ ჰიუგო: ჩემი სახელი ძალიან მომწონს, მაგრამ მას ფრანგ მწერალთან არანაირი კავშირი არ აქვს – საქართველო ძალიან ლამაზია და მსურს აქ წარმატებული ვიყო