in ,

ნიკა სიჭინავა: მთელი გუნდი ერთად ვართ და მძიმე მომენტებს ერთად ვატარებთ

უკრაინაში მყოფი ქართველი ფეხბურთელი ნიკა სიჭინავა ბრიტანულ “გარდიანს” უკრაინაში არსებული მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.

“ომი რომ დაიწყო, კიევში ვიყავი ოჯახთან ერთად. დილის ხუთ საათზე ჩემმა შვილმა გაიღვიძა და მეუღლე მის დასაწყნარებლად ადგა. უცებ რაღაც ძლიერი აფეთქების ხმა იყო. შემდეგ ტელევიზორიდან გავიგეთ, რომ ომი დაიწყო. საქართველოდან ვარ. 2008 წელს, როდესაც ჩემი ქევყანა იბომბებოდა, საქართველოში ვიყავი და ჩემთვის ომი უცხო არ არის.

“კოლოსის” ყველა ფეხბურთელი ერთად ვართ, ყველას დარჩენა სურდა, მაგრამ ყოველდღე ერთი ან ორი გვტოვებს. ვინც დარჩა, წასასვლელი არსად აქვთ. მხოლოდ იქ შეეძლოთ წასვლა, სადაც რუსები ისვრიან და ბომბებს აგდებენ. მძიმეა ქვეყნის დატოვება. დიდ გზებზე გამტარი პუნქტები და დიდი რიგებია. თუ ქალაქამდე ვერ მიაღწევ, სადაც უსაფრთხო ადგილია, შემდეგ გადაადგილება საშიშია საღამოს 5 საათის შემდეგ, რადგან კომენდანტის საათია. თუ საეჭვოდ გამოიყურები, შესაძლოა გესროლონ.

ჩვენ ყველანი ერთად ვართ, ფეხბურთელები, ჩვენი ოჯახის წევრები და სხვა ადამიანები. ერთად ვზივართ სარდაფში, ერთად ვჭამთ, მძიმე მომენტებს ერთად ვატარებთ”, – ამბობს ნიკა სიჭინავა.

შეგახსენებთ, ნიკა სიჭინავა ამჯერად კოვალივკას “კოლოსის” ღირსებას იცავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილმა ვარჯიში განაახლა: ხეტაფესთან ისევ გიორგის ელიან

გოგა ბითაძე: საკუთარი თავის მჯერა – ვიცი ყველა მატჩში შემიძლია ასე თამაში