in

ნეიმარი პელეს სჯობია, ოღონდ არ სჯობია: ახალი რეკორდი ბრაზილიის ნაკრებში

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების რეკორდსმენი გახდა გატანილი გოლებით.

აწ უკვე „ალ ჰილალის“ ფორვარდმა ეროვნულ გუნდში 78-ე და 79-ე გოლები გაიტანა, დუბლი შეასრულა და ბრაზილიას ბოლივიის დამარცხებაში დაეხმარა – 5:1 მუნდიალის შესარჩევში.

ამრიგად, ნეიმარმა გადაასწრო პელეს, რომლის ანგარიშზე 77 გოლი იყო.
ამასთან ნეიმარმა ნაკრებში 125 მატჩი ჩაატარა, ხოლო პელემ – 91.

რეკორდზე აზრი გამოთქვა თავად რეკორდსმენმაც.

„ძალიან მიხარია, სიტყვები არ მყოფნის. ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამ რეკორდს თუ მოვხსნიდი.
მინდა ვთქვა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ მე პელეზე უკეთესი ვარ ან ნაკრების რომელიმე სხვა მოთამაშეზე. ყოველთვის მინდოდა ნაკრებში საკუთარი ისტორია დამეწერა და დღეს ეს შევძელი“.

Brazil’s forward Neymar (L) strikes and scores a goal during the 2026 FIFA World Cup South American qualifiers football match between Brazil and Bolivia at the Jornalista Edgar Proen?a ‘Mangueirao’ stadium, in Belem, state of Para, Brazil, on Friday. (AFP)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველი ფეხბურთელების შეფასებები ესპანეთთან

იამალის რეკორდი: დებიუტი და გოლი – ყველაზე ახალგაზრდა ესპანეთის ნაკრებში