in ,

იამალის რეკორდი: დებიუტი და გოლი – ყველაზე ახალგაზრდა ესპანეთის ნაკრებში

საქართველო-ესპანეთის 1:7 ქართველ ქომაგს ალბათ დიდხანს ემახსოვრება მწარედ, სამაგიეროდ მთელი ცხოვრება ტკბილ მოგონებად გაჰყვება ესპანელ ფეხბურთელ ლამინ იამალს. ეს ბიჭი ესპანური ფეხბურთის რეკორდსმენი გახდა. სწორედ მას ჰქონდა ყველაზე ადრეულ ასაკში დებიუტი ეროვნულ გუნდში. თან როგორი – გოლიც გაიტანა და შესაბამისად ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ესპანეთის ნაკრებში გოლი გაუტანია.

იამალი თბილისში დებიუტის დროს იყო 16 წლის და 57 დღის.
„ბარსელონაში“ დებიუტი გაზაფხულზე ჰქონდა, როდესაც ჯერ 15 წლის იყო.

იამალი შეცვლაზე შევიდა 44-ე წუთზე. აქამდე ესპანეთის ნაკრებში 17 წლამდე ახალგაზრდას არასოდეს უთამაშია.
ლამინმა გავის რეკორდი მოხსნა, რომელიც მასთან ერთად იყო მოედანზე.

გარდა ამისა, იამალი არის ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპზე ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანიც. მან ამ მხრივ აჯობა გარეთ ბეილს, რომელიც პირველი ევროგოლის დროს 17 წლის 83 დღის იყო. და ჩვენთვის საინტერესო: შემდეგ მოდის ლევან მჭედლიძე – 17 წლის და 207 დღის ქართველმა შოტლანდიას გაუტანა 2007 წელს.

„ძალიან მიხარია, საკუთარი თავისაც და გუნდისთვისაც. ასეთ დებიუტზე ვერც ვიოცნებებდი, ამიტომ განსაკუთრებით ბედნიერი ვარ. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ამ გზის გავლაში დამეხმარა“, – თქვა მატჩის შემდეგ ახალგაზრდა რეკორდსმენმა.

ესპანეთის ნაკრებში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტები

ლამინ იამალი – 16 წელი და 57 დღე
გავი – 17 წელი და 62 დღე
ანხელ ზუბიეტა – 17 წელი და 284 დღე
ანსუ ფატი – 17 წელი და 308 დღე
ბოიან კრკიჩი – 18 წელი და 13 დღე
პედრო რეგეირო – 18 წელი და 22 დღე
პედრი – 18 წელი და 120 დღე
სამიტიერი – 18 წელი და 208 დღე
მუგერსა – 18 წელი და 272 დღე
ფაბრეგასი – 18 წელი და 301 დღე
ლუის ვალე – 18 წელი და 306 დღე

ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორები ესპანეთის ნაკრებში

ლამინ იამალი – 16 წელი, 1თვე და 26 დღე: საქართველოსთან 7:1
გავი – 17 წელი და 10 თვე: ჩეხეთთან 2:2
ანსუ ფატი – 17 წელი, 10 თვე და 6 დღე: უკრაინასთან 4:0
ხუან ერასკინი – 18 წელი, 11 თვე და 10 დღე: შვეიცარიასთან 3:0 – 1925 წ
ხაიმე ლასკანო – 19 წელი, 4 თვე და 15 დღე: ინგლისთან 4:3 – 1929 წ

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნეიმარი პელეს სჯობია, ოღონდ არ სჯობია: ახალი რეკორდი ბრაზილიის ნაკრებში

ავსტრალია გაგვექცა: საქართველომ მსოფლიო წაგებით დაიწყო – ორი ლელო მეორე ტაიმში