in

ნაპოლი ფავორიტი არ არის: ჩემპიონატი სხვაა და ლიგა სხვა – თამაშის დღეები დადგინდა

ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ ¼ ფინალური მეტოქე გაირკვა – თანამემამულე „მილანი“. არ არის გამორიცხული, ნახევარფინალში კიდევ ერთი მილანური გუნდი შეხვდეს – „ინტერი“. მოკლედ, ცალ მხარეს 4-დან სამი იტალიური გუნდი მოხვდა. „ნაპოლი“ წელს ისე თამაშობს, რომ ალბათ ისევ ეს ვარიანტი ჯობდა, ვიდრე მეორე მხარეს აღმოჩენილიყო, სააც ‘ბაიერნი“, „რეალი“, „სიტი“ არიან. თუმცა ნეაპოლელთა მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ამბობს, რომ არ სურდა იტალიურ გუნდებთან შეხვედრა. მოკლედ, წილისყრის შემდეგ კომენტარები გაკეთდა.

ლუჩანო სპალეტი:

„მერჩივნა, იტალიურ გუნდს არ შევხვედროდით. „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. ბოლო დღეებში წავიკითხე, რომ პსჟ-სა და „სიტის“ ამ ტურნირზე წარმატების მისაღწევად გამოცდილება აკლიათ, „მილანს“ კი უდიდესი გამოცდილება აქვს.

შეფასებებში დაბალანსებული უნდა ვიყოთ. ვინც ამბობს, რომ ამ წყვილში „ნაპოლი“ აშკარა ფავორიტია, არაკომპეტენტურია.

ჩვენ კარგად ვიცნობთ „მილანს“, რომელმაც რთული პერიოდი გამოიარა და ახლა ვხედავთ, რომ მუდმივად პროგრესირებს. რთული მატჩი გველის და ის გაიმარჯვებს, ვინც მოედანზე თამაშს უკეთ „წაიკითხავს“. „მილანი“ ყველა თვალსაზრისით ძალიან სერიოზული მეტოქეა“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.

სტეფანო პიოლი:

„წილისყრისას ვარჯიში გვქონდა. ამ ეტაპზე ნებისმიერი გუნდი ძალიან რთული იქნებოდა. მეოთხედფინალში თამაში ჩვენთვის მოტივაციაა. ამ ეტაპზე თამაში დავიმსახურეთ და კიდევ უფრო წინ წასვლა გვინდა.

“ნაპოლი” ძლიერია და სერია A-ში ჩვენზე უკეთესად ასპარეზობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა – ეს ჩემპიონთა ლიგაა. იტალიის პირველობასა და ჩემპიონთა ლიგას შორის განსხვავებაა. ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა ჩვენი მიზანია. უნდა გვჯეროდეს, რომ მთელი გზის გავლა შეგვიძლია.

ლეაოა უკეთესი თუ კვარაცხელია? ძნელი სათქმელია, ვინაიდან განსხვავებული მახსიათებლები აქვთ. დარწმუნებული ვარ, ლეაო შეტევის ფაზაში ცენტრალურ ფიგურად დარჩება. გოლიც რომ არ გაიტანოს, მოწინააღმდეგეთა დაცვას პრობლემებს უქმნის. გოლების ვერგატანის გამო იმედგაცრუებული არაა. მისგან გოლებს ველით, თუმცა როდესაც ამას ვერ ახერხებს, გუნდისთვის სასარგებლოა“.

ასევე ცნობილია თუ როდის შეხვდებიან გუნდები.

„ნაპოლი“ „მილანთან“ ჯერ სტუმრად ითამაშებს – 12 აპრილს, 18 აპრილს კი შინ უმასპინძლებს.

სხვა მატჩების კალენდარი ასეთია:

ბენფიკა – ინტერი 11 აპრილი/19 აპრილი
სიტი – ბაიერნი 11 აპრილი/19 აპრილი
რეალი – ჩელსი 12 აპრილი/18 აპრილი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანდროს რეკორდი: 14 მოხსნა – ვიდეო

ნაპოლი რეალს უსწრებს, მეტოქე მილანი ბოლოზეა – ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას