ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის ბოლო ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ პორტუგალიურ „ბრაგას“ 2:0 მოუგო და პლეი ოფში გავიდა.
პლეი ოფში გასასვლელად „ნაპოლის“ ერთბურთიანი სხვაობით წაგებაც აწყობდა, შესაბამისად სტუმრებს 2-ბურთიანი მოგება უნდოდათ.
პორტუგალიელებმა პირველივე წუთებიდან შეუტიეს და უკვე მე-9 წუთზე გაიტანეს., ოღონდ საკუთარ კარში – დი ლორენცოს პასის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში „ბრაგას“ თურქმა მცველმა, სერდარ საატჩიმ ჩაჭრა.
33-ე წუთზე შეტევა კვარაცხელიამ განავითარა. მარცხენა ფლანგზე კარგი გადაცემით ნათანს ბურთი შეტევაში გააყოლა, რომლის გადაცემითაც ოსიმენმა პორტუგალიელების კარი მეორედ აიღო და „ნაპოლიმ“ ტაიმი 2:0 მოიგო.
მეორე ნახევარში ყველაზე რეალური საგოლე შანსი ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა, რომელიც ჯაკომო რასპადორიმ შესანიშნავი გადაცემით კარის წინ დატოვა, მაგრამ ჩვენიანის დარტყმა მეკარემ ფეხით მოიგერია.
კვარაცხელიას თამაში Sofascore-მა 6.6 ქულით შეაფასა, Whoscored-მა 7.4 ქულა დაუწერა, Flashscore-მა კი – 7.4
„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 10 ქულით დაასრულა, მადრიდის „რეალის“ შემდეგ ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა 18 დეკემბერს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings