in

მანჩესტერი გავარდა და მის ნაცვლად ხოჭოლავა გავიდა: ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური დაიწყო და კიდევ რაღაცეები გაირკვა. პირველ რიგში, აღსანიშნვაია, რომ „მანჩესტერი“ ჯგუფში ჩარჩა, მეტიც, ბოლო ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზეც ვერ გადავიდა, სამაგიეროდ, ურთულესი ჯგუფიდან პლეი ოფში გაძვრა დათა ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“.

მოკლედ, VI ტურის სამშაბათის მატჩების შემდეგ, 1/8 ფინალში კიდევ 2 კლუბი გავიდა – “ნაპოლი” და “კოპენჰაგენი”. მანამდე, ფლეი-ოფის საგზური მოპოვებული ჰქონდათ: “სიტის”, “ლაიპციგს”, “ბაიერნს”, “ინტერს”, “სოსიედადს”, “რეალს”, “დორტმუნდს”, “ლაციოს”, “ატლეტიკოს”, “ბარსელონას”, “არსენალსა” და “ეინდჰოვენს”.

A ჯგუფი

მანჩესტერი – ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 კომანი (71. კეინის პასით)

კოპენჰაგენი – გალათასარაი 1:0
გოლი: 1:0 ლერაგერი (58. აშურის პასით)
გაძევება: ლერაგერი (90, კოპენჰაგენი)

“მანჩესტერი” პირველი ინგლისური გუნდია, რომელიც ლიგის ჯგუფში ორჯერ გავიდა ბოლო ადგილზე. 4 ქულა – კლუბის ანტირეკორდია.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში 24 მატჩიდან წააგო 12 – იმდენი, რამდენიც წინა სეზონის 62 მატჩში.

“მანჩესტერ იუნაიტედი” 7 სეზონში მესამედ გავარდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან მას მერე, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის ალექს ფერგიუსონი. მისი ხელმძღვანელობითაც ასევე 3-ჯერ დაემშვიდობა “იუნაიტედი” ლიგას ჯგუფური ეტაპიდან, ოღონდ, 18 სეზონში.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” მეორედ დაიკავა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ბოლო ადგილი. პირველად ეს მოხდა 2005/06 წლების სეზონში.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 15 გოლი გაუშვა – ყველაზე მეტი, ვიდრე პრემიერლიგის სხვა რომელიმე კლუბმა ტურნირის ერთ სეზონში.

“ბაიერნი” არ დამარცხებულა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო 40 მატჩში (36 მოგება, 4 ფრე). ეს სარეკორდო სერიის გაგრძელებაა, ისევე, როგორც მიუნხენელთა ზედიზედ 9 საგარეო გამარჯვება.

მანუელ ნოიერმა (“ბაიერნი”) პროფესიულ ფეხბურთში საკლუბო დონეზე მე-700 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, საიდანაც 318-ში კარი “მშრალად” შეინახა.

B ჯგუფი

ლანსი – სევილია 2:1
გოლები: 1:0 ფრანკოვსკი (63-პენ), 1:1 სერხიო რამოსი (79-პენ), 2:1 ფულჯინი (90+6. შოტოკას პასით)

პსვ – არსენალი 1:1
გოლები: 0:1 ნკეტია (42. ნელსონის პასით), 1:1 ვერტეესენი (50. პეპის პასით)

“სევილია” გახდა მე-5 ესპანური კლუბი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ჯგუფური ტურნირის ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო. აქამდე, მსგავსი რამ დაემართათ “დეპორტივოს” (2004/05), “ატლეტიკოს” (2009/10), “ვილიარეალს” (2011/12) და “სოსიედადს” (2013/14).

17 გოლით სერხიო რამოსი (“სევილია”) გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი მცველებს შორის. 16-16 გოლი აქვთ გატანილი ჟერარდ პიკეს (“ბარსელონა”) და რობერტო კარლოსს (“რეალი”).

C ჯგუფი

ნაპოლი – ბრაგა 2:0
გოლები: 1:0 საათჩი (10-საკ. კარში), 2:0 ოსიმენი (33. ნატანის პასით)

ნაპოლი (4-3-3): მერეტი – დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუში (73. ოსტიგორი), ნატანი – ანგისა, ლობოტკა (69. გაეტანო), ჟელინსკი (60. კაიუსტე) – პოლიტანო (60. ელმასი), კვარაცხელია, ოსიმენი (69. რასპადორი)

უნიონი – რეალი 2:3
გოლები: 1:0 ფოლანდი (45+1), 1:1 ხოსელუ (61. როდრიგოს პასით), 1:2 ხოსელუ (72. ფრან გარსიას პასით), 2:2 კრალი (85), 2:3 სებალიოსი (89. ბელინგემის პასით)
გამოუყენებელი პენალტი: მოდრიჩი (45)

2011/12 და 2014/15 წლების სეზონის შემდეგ, “რეალმა” მესამედ მოიგო ჯგუფური ეტაპის ყველა (6) მატჩი.

33 წლის და 260 დღის ხოსელუ მატო გახდა ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, ვინც “რეალის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაში პირველი დუბლი შეასრულა. აქამდე, უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა ლუიშ ფიგუს – 32 წლის და 34 დღის (2004).

კარლო ანჩელოტიმ “რეალის” რეკორდი დაამყარა, მან ჩემპიონთა ლოგაზე 42-ე თამაში მოიგო, რაც მატჩების 75%-ია.

“ნაპოლი” ბოლო 3 მცდელობიდან მესამედ (2019/20, 2022/23, 2023/24) გავიდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, მაშინ, როცა პირველ 5 კამპანიაში ანალოგიურ რამ მხოლოდ 2-ჯერ (2011/12, 2018/19) მოახერხა.

ვიქტორ ოსიმენი 2023 წელს მონაწილეობდა “ნაპოლის” 31 გოლში (28+3). სერია A-ს მოთამაშეებს შორის ერთ კალენდარულ წელს უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ლაუტარო მარტინესს (“ინტერი”) აქვს – 43.

D ჯგუფი

ინტერი – სოსიედადი 0:0

ზალცბურგი – ბენფიკა 1:3
გოლები: 0:1 დი მარია (32), 0:2 რაფა სილვა (45+1. დი მარიას პასით), 1:2 სუჩიჩი (57. გლუხის პასით), 1:3 კაბრალი (90+2. აურსნესის პასით)

“სოსიედადმა” 12 ქულა დააგროვა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე – ორით მეტი, ვიდრე წინა ორ კამპანიაში (2003/04 – 9, 2013/14 – 1) ერთად.

2004/05 წლების სეზონის შემდეგ “ინტერმა” მეორედ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წაუგებლად დასრულება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლი გავიდა, ხვიჩამ შანსი ისევ გაანიავა: რა დაუწერეს კვარას

მკითხეს, აზერბაიჯანის ნაკრების ჩასაბარებლად მზად თუ ვარ: რა უპასუხა კახა ცხადაძემ