ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუნდის გულშემატკივრები გაცოფებულები არიან კალიდუ კულიბალის „ჩელსიში“ გაყიდვით. ამაზე TuttoNapoli წერს.
31 წლის სენეგალელი ინგლისურ კლუბში 40 მლნ ევროდ გადადის.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ფანები კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მივიდნენ და ხელმძღვანელობის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს. მათ დაშოშმინებას სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯინტოლი შეეცადა.
„ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – თქვა მან.
31 წლის მცველი „ჩლსისთან“ კონტრაქტს 2027 წლამდე აფორმებს და წლიურდ 10 მლნ ევროს მიიღებს.
ხვიჩას მწვრთნელი დაიმუქრა, წავალო: რას ითხოვს სპალეტი
კულიბალი „ნაპოლის“ ერთ-ერთი წამყვანი და საკვანძო ფეხბურთელი იყო. მან გასულ სეზონში 3 გოლი გაიტანა და 3 ასისტიც გააკეთა 34 ჩატარებულ მატჩში.
GIPHY App Key not set. Please check settings