in

ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი მსოფლიოში


ალბათ, ყველას კრიშტიანუ რონალდუ არ მესი წარმოგიდგათ და, პრინციპში, მართალიც ხართ, რადგან ლეო და რონი ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ.

გასული სეზონის მონაცემებით, ლეო მესის მოგებამ 121 მილიონი დოლარი შეადგინა, ოღონდ ამაში გადასახადები არ იგულისხმება.

მეორე პოზიციაზე კი კრიშტიანუა, რომელმაც 115 მილიონი დოლარით შეივსო ჯიბე. ეს რიცხვიც გადასახადების ჩაუთვლელად.

მესამე კი ვისთვის საძულველი, ვისთვის საყვარელი და ზოგადად, ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური მოთამაშე ნეიმარია 95 მილიონი დოლარით.

თუმცა, ეს იმ ფეხბურთელთა სამეულია, რომლებიც ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ, ხოლო ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი ბრუნეელი ფაიკ ბოლკია გახლავთ.

ფაიკი 24 წლისაა და ბრუნეის პრინცის ვაჟია. მისი ჯამური ქონება 20 მილიარდ დოლარს აღემატება და ყველაზე მდიდარ ფეხბურთელთა ნუსხაში უპირობო ლიდერია. მისი ოჯახი ბრუნეიში ყველაზე გავლენიანია. მამა პრინცია, ხოლო ბიძა მონარქი ანდაც მმართველი.

ბავშვობის ჟამს ის „საუთჰემპტონის“; „ჩელსის“ და „ლესტერის“ აკადემიებში ირიცხებოდა, თუმცა პირველ გუნდებს ვერ უწია და ინგლისურ ფეხბურთს დაემშვიდობა.

2020 წლიდან ის პორტუგალიურ „მარიტიმუში“ გამოდიოდა, სადაც ერთი სეზონი გაატარა და ახლა ტაილანდურ „ჩონბურიში“ ბურთაობს, სადაც 14 მატჩში 6 ასისტი მოინაგრა. ცენტრალური მცველის კვალობაზე ურიგო შედეგი არ არის. ჰო, ეროვნულ ნაკრებში 6 კეპი მოიხვეჭა (არ დაუძახებდნენ და მათი აჯობებდა).

მეტიუ ფლამინი, შესაძლოა, ყველაზე დიდი ფეხბურთელი არ ყოფილა, მაგრამ „არსენალის“ ყოფილი მოთამაშე ბიზნესში ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. მისი დაარსებულია “GF BIOCHEMICALS”, რომელიც ლიდერია ბიოქიმიური პროდუქციის წარმოებაში და არაერთ ქვეყანაში ფუნქციონირებს. მისი ჯამური ქონება 10 მილიარდ გივრანქას უტოლდება და გაჭირვების ჟამს „განერებმა“ სთხოვეს, იქნებ კლუბი შეგესყიდაო…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლის ფანები განრისხებულები არიან

კვარას 2 გოლი და პასი: ხვიჩას ბრწყინვალე დებიუტი ნაპოლიში