in

რონალდოსთვის 300 მილიონიც არ ენანებათ, მაგრამ…

საუდის არაბეთის კლუბი მზადაა ასობით მილიონი ევრო დახარჯოს კრიშტიანო რონალდოს გამო.

TVI და CNN Portuguesa-ის ინფორმაციით, ერთ-ერთმა კლუბმა „მანჩესტერის“ ფეხბურთელის გასაფორმებლად 300 მლნ ევროს გადახდა შეთავაზა.

აქედან 250 მლნ-ს ორწლიან კონტრაქტზე გაიღებენ (125 მლნ წლიურად), ხოლო 30 მლნ სატრანფერო თანხაა, 20 მლნ – აგენტების საკომისიო.

As აღნიშნავს, რომ 37 წლის პორტუგალიელი ალბათ არ მიიღებს ამ წინადადებას. რონალდოს სურს, რომ მინიმუმ 1 წელი მაინც დარჩეს ტოპ ევროპულ ლიგაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოდან გადააგდო

ნაპოლის ფანები განრისხებულები არიან