ჯან პიერო გასპერინი – „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელობის მთავარი პრეტენდენტია.
ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაახლა კონტაქტი „ატალანტას“ მთავარ მწვრთნელთან და სწორედ მისი დანიშვნა გადაწყვიტა.
გასპერინის უთანხმოება აქვს ბერგამოული კლუბის ხელმძღვანელობასთან და ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა მომავალზე. მისი კონტრაქტი „ატალანტასთან“ 2025 წლამდეა.
დე ლაურენტისის სიაში შემდეგ მოდის ანტონიო კონტე, მაგრამ მას მაღალი მოთხოვნები აქვს ხელფასზე და ტრანსფერებზე.
შორტ-ლისტში ასევე არიან სტეფანო პიოლი („მილანი“) და ვინჩენცო იტალიანო („ფიორენტინა“).
არადა, ცოტა ხნის წინ თითქმის გადაწყვეტილად დაიწერა, რომ გუნდს მომდევნო სეზონში სათავეში „მილანიდან“ ასაბარგებლად გამზადებული პიოლი ჩაიბარებდა.
გასპერინიმ კი „ატალანტა“ ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც დაუმარცხებელ „ლევერკუზენს“ შეხვდება. ბერგამოელებმა ახლახან იტალიის თასის ფინალი წააგეს „იუვენტუსთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings