in

ნაპოლის მწვრთნელი ხვიჩაზე გაბრაზებულია და შეიძლება კალიარისთან არ ათამაშოს: დასჯიან ხვიჩას?

„ნაპოლის“ მწვრთნელი კვარაცხელიაზე გაბრაზებულია „ბარსელონასთან“ შეხვედრაში ფეხბურთელის რეაქციას გამო, რომელიც მან შეცვლისას გამოხატა.

ქართველი 68-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 0:1 იყო. მოედნის დატოვებისას კვარაცხელიამ ხელი არ ჩამოართვა მწვრთნელს.

როგორ უნდა მოექცეს ნაპოლი კვარას: გაუფრთხილდეს თუ სიმკაცრე დაანახოს – მოსაზრებები იყოფა

Il Mattino წერს, რომ ფრანჩესკო კალცონა ამის გამო გაბრაზებულია. ვარჯიშის დაწყებამდე ის ფეხბურთელს გაესაუბრა და საკუთარი პოზიცია აგრძნობინა. კალცონემ უთხრა, რომ არ მოსწონს მსგავსი რეაქცია და შეახსენა ხვიჩას, რომ გუნდი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ცალკეული ფეხბურთელი.

კლუბში უნდა გადაწყვიტონ, დააჯარიმონ თუ არა ხვიჩა, ეს საკითხი განიხილება. არ არის გამორიცხული, რომ სასჯელის სახით კვარამ 25 თებერვალს, სერია ა-ს მატჩი „კალიარისთან“ თადარიგში დაიწყოს.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტე ძაღლებს შეხვდა: კონფერენს ლიგის წილისყრა

საქართველო თავიდანაა ასაწყობი: ევროპა დანიაში წაგებით დავიწყეთ – ვიდეო