„ნაპოლის“ მთელი სეზონია მწვრთნელის პრობლემა აწუხებს. ერთ სეზონში გუნდმა სამი მწვრთნელი გამოიცვალა და რა ხანია კიდევ ახალს ეძებს. ბოლოს თითქოს ანტონიო კონტესთან შეთანხმდა, მაგრამ არც ეს გამოვიდა და ახლა ახალ ვარიანტზე დაიწერა – ჯერაც „მილანის“ თავკაცი სტეფანო პიოლი, რომელიც სეზონის ბოლოს „როსონერის“ ტოვებს. ეს ამბავი გადაწყვეტილიაო და თუ ხვიჩა დარჩა ნეაპოლში, მაშინ გამოდის, რომ ჩვენიანის ახალი მწვრთნელი პიოლი იქნება.
კონტრაქტი 2+1 იქნება.
58 წლის პიოლი „მილანში“ გულშემატკივრების ნების საწინააღმდეგოდ 2019 წლის ოქტომბერში მივიდა, მაგრამ 2021/22 წლების სეზონში გუნდი იტალიის ჩემპიონი გახადა და ტიფოზებიც დაწყარდნენ.
გარდა ამისა, „ნაპოლის“ კარგი თავდამსხმელის მოძიებაც მოუწევს, რადგან დიდი ალბათობით გუნდს ვიქტორ ოსიმენი დატოვებს. ნიგერიელით პსჟ და “ჩელსი” არიან დაინტერესებული.
ლონდონელები იტალიურ კლუბს გაცვლას სთავაზობენ. ოსიმენში მიხაილ მუდრიკს ჩამოდიან ცხადია ფულის დამატებით.
23 წლის უკრაინელმა პრემიერლიგის 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
GIPHY App Key not set. Please check settings