in

ნაპოლიმ მოიგო, ხვიჩა კარგი იყო

„ნაპოლიმ“ სერია ა-ს მე-17 ტურის მატჩი სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამპდორიას“ მოუგო და ლიდერობა გაიმყარა.
გენუაში ნეაპოლელებს დიდი პრობლემები არ შექმნიათ – 2:0.

ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და მარტო პირველ ტაიმში სამი მომენტი ჰქონდა. ისე კი, ჩვეულ სტილში ცდილობდა მარცხენა ფლანგიდან გამწვავებას, ხშირად კი ცენტრისკენაც ინაცვლებდა. ერთ ეპიზოდში საკუთარ მოედანზე მეტოქის მცველს ყვითელიც აკიდა, როდეასც სახიფათო კონტრშეტევას იწყებდა.

კვარაცხელია 62-ე წუთზე შეცვალეს.

მატჩის გმირი ოსიმენი გახდა, რომელმაც მე-19 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 39-ე წუთზე მისი წაქცევისთვის რინკონი გააძევეს და მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ.

82-ე წუთზე ელმასმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე გოლში გარდასახა.

17 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 44 ქულა დააგროვა, უახლოეს მდევრებს „მილანს“ და „იუვენტუსს“ 7 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში დიდი კლასიკაა – „ნაპოლი“ შინ დიდი ხნის წაუგებელ „იუვენტუსს“ მიიღებს 13 იანვრის საღამოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: კვიპროსში გმირი ლორიაა, ფრანგი ქართველები თასიდან გავარდნენ – ლეგიონერები

შერმადინის 25 ქულა, MVP-ის ტიტული და სამეფო თასის საგზური