in

ნათია გადელია მსოფლიო ჩემპიონია

17 წლის ქართველი ძალოსანი ნათია გადელია (81 კგ.) საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში მიმდინარე იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

გადელიამ მთავარი მწვრთნელის თემურ ჯანჯღავას მითითებები ზუსტად შეასრულა, 6-ვე ცდა გამოიყენა (ამგვარი შედეგი მხოლოდ მას ჰქონდა) და უახლოეს კონკურენტს 3 კგ-ით გაასწრო.

ნათიამ ატაცში 91 კგ. დააფიქსირა (მცირე ვერცხლი), აკვრაში – 117 კგ. (მცირე ოქრო) და ჯამში თავი 208 კგ-ს მოუყარა. აღსანიშნავია, რომ გადელიამ ატაცსა და ორჭიდში საქართველოს რეკორდები 4-4 კილოგრამით გააუმჯობესა.

ძალოსანმა უკან მოიტოვა უმთავრესი კონკურენტი – ირანელი ჯამალი გალე (205 კგ.), ბრინჯაოს მედალი კი რუსმა დარია მეშჩერიაკოვამ (201 კგ.) დაისაკუთრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირზე მხოლოდ 3 ძალოსნით იყო წარდგენილი და კვარცხლბეკზე ასვლა სამივე მათგანმა მოახერხა. გასულ დღეებში ვერცხლის მედლები მოიპოვეს ნიკოლოზ ესართიამ (73 კგ.) და გურამ ვეკუამ (96 კგ.).

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანაკრებო მატჩების წინ კვეკვესკირი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავარიაში მოყვა

ვილი სანიოლი:კოსოვოსთან პირველმა მატჩმა იმედები გაგვიწბილა-იმიჯი უნდა დავიბრუნოთ