in ,

სანაკრებო მატჩების წინ კვეკვესკირი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავარიაში მოყვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პოლონური “ლეხ პოზნანის” ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი სანაკრებო მატჩებამდე რამდენიმე დღით ადრე ავტოავარიაში მოყვა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

როგორც მედიაში გავრცელუბ ინფორმაციაში წერია, ვროცლავის “სილეზიას” დამარცხების შემდეგ, “ლეხის” ფეხბურთელებს ორი დღით დასვენების საშუალება მიეცათ. ნიკა კვეკვესკირი საღამოს ბარში იმყოფებდა, რომლის დატოვების შემდეგ ქალაქის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. საპატრულო პოლიციის მოსვლის შემდეგ დადგინდა, რომ ქართველ ფეხბურთელს ორგანიზმში ალკოჰოლი ჰქონდა და ის ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

ამ თემაზე კომენტარს “ლეხ პოზნანიც” ავრცელებს.

“სიტუაცია მოხდა 2 ოქტომბრის საღამოს. ნიკა კვეკვესკირი მერსედესის ფირმის ავტომობილს მართავდა. პოლიციის განცხადებით მას სისხლში 0.8 მილიგრამი პრომი ჰქონდა და მანქანას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართავდა”, – წერია კლუბის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიო ჩემპიონობა და 5 წლის შემდეგ შეხვედრა ემიგრანტ დედასთან

ნათია გადელია მსოფლიო ჩემპიონია