in

მცველების პირველი გოლები, ბუდუს მაღალი შეფასება – ლეგიონერები

ახლოვდება ევროპის ჩემპიონატი და ახლა საქართველოს ნაკრების თითოეული წევრის თუ კანდიდატის მდგომარეობა უაღრესად მნიშვნელოოვანია, მით უფრო, რომ სეზონის დასრულებამდე 3-4 ტური თუა დარჩენილი.

მორიგი კარგი მატჩი ჰქონდა ბუდუ ზივზივაძეს.
31-ე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „ნიურნბერგს“ 1:0 მოუგო.
ქართველი ძირითადში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. მან flashscore-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება – 7.8 ქულა დაიმსახურა. Sofascore-მა 7.5 დაუწერა, Whoscored – 6.8.

ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ სტუმრად ლიგა 1-ში გადასვლისთვის მებრძოლ „ლავალს“ შეხვდა. 74-ე წუთზე ათი კაცით დარჩა და 0:1 წააგო.
ჩვენიანმა შეუცვლელად ითამაშა და ბოლო შეხვედრებში მოედანი გოლის ან საგოლე პასის გარეშე პირველად დატოვა. მისი შეფასებაა 6.6.

ავსტრიაში, სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგმა“ შინ „ლინცთან“ 0:2 წააგო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა. შეფასება – 6.8.

საბერძნეთში „პანეტოლიკოსმა“ „ატრომიტოსი“ 1:0 ჯიმი ტაბიძის გოლით დაამარცხა. ქართველმა მცველმა მეტოქეს 53-ე წუთზე გაუტანა, რაც მისთვის საბერძნეთში სადებიუტო გოლია.

საბა კვირკველიამ საუდის არაბეთის ჩემპიონატში თავი გამოიჩინა და „ალ ახდუდს“ უშუალო კონკურენტის, „აბჰას” დამარცხებაში დაეხმარა – 4:0. ქართველი მცველი მოედანზე 23-ე წუთზე შევიდა. საბამ მე-40 წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ ანგარიში გახსნა. 53-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.
ეს კვირკველიას პირველი გოლია საუდის არაბეთში. მის აქტივშია ერთი საგოლე პასიც.

სერია B-ში „კრემონეზე“ კონკურენტ „ვენეციასთან“ დამარცხდა 1:2. ლუკა ლოჩოშვილმა სრულად ითამაშა. მისი თამაში ასე შეაფასეს: Sofascore – 6.7; flashscore – 6.4.

უკრაინის პირველობაზე დონეცკის „შახტარმა“ სტუმრად „ჩერკასს“ 3:0 მოუგო. გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი განაცხადში იყვნენ, მაგრამ არ უთამაშიათ.

ასევე არ უთამაშია გიორგი ჩაკვეტაძეს. ჩემპიონშიფის სეზონის ბოლო საშინაო შეხვედარში ჩვენიანი ტრავმის გამო ვერ დაეხმარა „უოტფორდს“, რომელმაც „სანდერლენდი“ 1:0 დაამარცხა.

ასევე არ უთამაშია საბა საზონოვს, რომლის “ტორინო” სტუმრად უკვე ჩემპიონ “ინტერთან” 0:2 დამარცხდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პსჟ მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონს იხდის

არ ადგე ხვიჩა: კვარაცხელია ფორმაშია, პენალტი აიკიდა და ნაპოლის… კინაღამ მოაგებინა