in

მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის თარიღი ცნობილია!

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლო ორ შეხვედრას თებერვალში გამართავს. 23 თებერვალს ნიდერლანდებში ითამაშებს, 26-ში – თბილისში, ისლანდიასთან.

ჩვენს გუნდს ისტორიაში პირველად მუნდიალზე მოხვედრამდე ძალიან ცოტა აკლია. ვიდრე შესარჩევი ეტაპი დასრულდება, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებმა პარტნიორი ქვეყნები აირჩიეს. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მუნდიალი სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში გაიმართება.

იაპონიამ პარტნიორად სლოვენია აირჩია. ეს გუნდები ქალაქ ოკინავაში ითამაშებენ. ინდონეზიაში კანადის ეროვნული გუნდი ჩავა. ფილიპინებზე აშშ-ის ნაკრები ითამაშებს, თუმცა  მასპინძელ ნაკრებთან ერთ ჯგუფში არ იქნება. საქმე ის არის, რომ ფილიპინებზე ოთხი ჯგუფის მატჩები გაიმართება, იაპონიასა და ინდონეზიაში – ორ-ორი.

მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 32 გუნდი 8 ჯგუფადაა გაყოფილი. თითოდან მომდევნო ეტაპზე საუკეთესო ორ-ორი გავა და შედგება ოთხი ჯგუფი. ამას მოჰყვება 1/4-ფინალი, ნახევარფინალი და ფინალი.

მუნდიალის წილისყრა 29 აპრილს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაიკლ ბი ჯორდანი “ბორნმუთის” მეწილე გახდა

BREAKING: ფიფამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ახალი ფორმატი დაამტკიცა!