in

მაიკლ ბი ჯორდანი “ბორნმუთის” მეწილე გახდა

გირვანქის ისტორიულ მინიმუმამდე დაშვება, რომ კუნძულზე ამერიკული ინვესტიციის აღმოცენებას გამოიწვევდა ამასთან დაკავშირებით “THE ATHLETIC”-მა ძალზე ვრცელი ანალიტიკური სტატია შემოგვთავაზა და ყველაფერი ამისკენ მიდის.

ტოდ ბოელიმ “ჩელსი” 4 მილიარდად შეისყიდა და ამით ამერიკული კვოტა პრემიერ ლიგაში გაზარდა, მაგრამ ეს ყველაფერი გირვანქის თავისუფალ ვარდნამდე იყო.

საერთოდაც, ინგლისში ამერიკული ინვესტიცია არახალი ხილია. “ლივერპულის” მფლობელი “FSG” გახლავთ, კომპანიის CHAIRMAN კი ჯო ჰენრი. იცოდით, რომ ლებრონ ჯეიმსს მერსისპირელთა 5%-იანი პაკეტი აქვს?

2 დღისწინ, ამერიკელმა ბიზნესმენმა, ბილ ფოულიმ, პრემიერ ლიგელი “ბორნმუთი” 139 მილიონ გირვანქად შეისყიდა და ტრივიალური მიზანიც დასახა – ელიტაში ადგილის შენარჩუნება! ალუბლები მე-14 საფეხურზე არიან.

ბილ ფოულის ჯამური აქტივები 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ფეერიული მაჩვენებელი არ არის, მაგრამ სწორი მენეჯმენტი, რომ წარმატების უცილობელი გარანტორია ბევრმა კლუბმა დაგვანახა, მაგალითად, “ლივერპულმა”.

ბილ ფოული “ლას ვეგას ნაითსის” მფლობელია, რომელიც NHL-ის წევრია. საინტერესოა, ისიც გლეიზერთა მსგავსად, ფრენჩაიზად აღიქვამს თუარა საფეხბურთო კლუბს, რადგან ფრენჩაიზს ინგლისში დიდად არ სწყალობენ და საერთოდ, ოკეანელ მეზობლებს დღემდე ვერ გააგონეს, რომ დალოცვილს, ფეხბურთი ჰქვია და არა სოკერი.

კარგი, მივადექით ჰოლივუდის მოყვარულთა გულებსაც. ახალი მილენიუმის ერთ-ერთი გამორჩეული და მოთხოვნადი მსახიობი, მაიკლ ბი ჯორდანი კლუბში მცირე წილს მიიღებს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ციფრი უცნობია.

ჰო, ლებრონი ვახსენეთ, მაგრამ მაიკლსა და ლებრონს სრულიად განსხვაბებული როლი ექნებათ. ფაქტი, რომ ლებრონი “ლივერპულის” 5% იანი წილის მფლობელია ბევრმა არც იცის, რადგან მეფე კლუბის პოპულარიზაციის კამპანიაში ჩართული არ გახლავთ, ეს წმინდა ბიზნესის ენაა და ლებრონიც ყოველწლიურად ზრდის აქტივის მოცულობას, მაგრამ ჯორდანი “ბორნმუთის” ამბასადორი გახდება. იზრუნებს კლუბის პოპულარიზაციაზე და ალუბლებისთვის აშშ-ს ვიზის როლს შეასრულებს.

დომინიკ სოლანკე – შეტევის ავანგარდი

მიმდინარე სეზონში, “ბორნმუთმა” მთავარი მწვრთნელი, სკოტ პარკერი “ლივერპულთან” 0:9 მარცხის შემდეგ დაითხოვა დროებითი მესაჭე, გარი ო’ნილი ჩინებულად მუშაობს. მე-14 პოზიცია სატურნირო ცხრილში და უმწირესი რესურსით მოპოვებული ქულები.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბრიტანულმა კომპანიამ ინგლისის ნაკრების 18000 მაისური დაამზადა, მაგრამ ვერ ყიდის, რადგან ინგლისმა მუნდიალი ვერ მოიგო

მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის თარიღი ცნობილია!