in

BREAKING: ფიფამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ახალი ფორმატი დაამტკიცა!

დიახ, ბევრმა, შესაძლოა, არც იცოდეს, რომ სანაკრებო მუნდიალის გარდა კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონატი არსებობს და ეს – საკლუბო პირველობაა, რომელამც ვერაფრით მოიპოვა პოპულარობა.

აქამდე, ფიფამ განახლებული ფორმატი დაამტკიცა, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი ჩაშალა.

განახლებული ფორმატი კი 2025 წელს ჩაეშვება და მასში 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა შერჩევის პრინციპი უცნობია.

ჰო, “მირორმა” და “დეილი მეილმა” დაწერეს, რომ ევროპული კლუბებისგან, დიდი ალბათობით, უარი იქნება.

საქმე იმაშია, რომ ფიფას სურს გასული 4 წლის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ტრიუმფატორები მიიწვიოს, თან 2026 წლის მუნდიალის დაწყებამდე 1 თვით ადრე უნდა დაიტესტოს, რასაც, ცხადია, ევროპელები შეეწინააღმდეგებიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის თარიღი ცნობილია!

ოფიციალურად: ფერნანდუ სანტუში გადადგა!