in ,

მოუგებელი 12 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში: 3 მარცხი და 3 ფრე

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები პრიშიტინაში კოსოვოს დაუპირისპირდება.

შეხვედრა დღეს, 12 ოქტომბერს, გაიმართება. ეს თარიღი კი ჩვენი ნაკრების ისტორიაში არც თუ ისე წარმატებულია.

საქართველოს ეროვნული გუნდს ამ თარიღით ისტორიაში სულ 6 შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც 3 წააგო, სამში კი ფრე ითამაშა.

1994 წელი
მეტოქე: ბულგარეთის ნაკრები
ტურნირი: 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 2:0
სტადიონი: ვასილი ლევსკის ეროვნული სტადიონი (სოფია, ბულგარეთი)
დასწრება: 45 000

შემადგენლობა: აკაკი დევაძე – ზაზა რევიშვილი, კახაბერ ცხადაძე (კ, ყვ), მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, დიმიტრი კუდინოვი (ყვ), გიორგი ნემსაძე (გელა ინალიშვილი, 71), კახაბერ გოგიჩაიშვილი, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე (გია გურული, 77).
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

2004
მეტოქე: უკრაინის ნაკრები
ტურნირი: მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 2:0
სტადიონი: უკრაინა სტადიონი (ლვოვი, უკრაინა)
დასწრება: 29 000

შემადგენლობა: აკაკი დევაძე – ლაშა სალუქვაძე, ოთარ ხიზანეიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი (ყვ), ლევან კობიაშვილი, კახაბერ მჟავანაძე (ვლადიმერ ბურდული, 46/ყვ), მალხაზ ასათიანი (ყვ), ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული (გიორგი დემეტრაძე, 85), ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე (62).
მწვრთნელი: ალან ჟირესი (საფრანგეთი

2005
მეტოქე: საბერძნეთის ნაკრები
ტურნირი: მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 1:0
სტადიონი: კარაისკაკის არენა
დასწრება: 29 000

შემადგენლობა: აკაკი დევაძე – ლაშა სალუქვაძე, ოთარ ხიზანეიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი (ყვ), ლევან კობიაშვილი, კახაბერ მჟავანაძე (ვლადიმერ ბურდული, 46/ყვ), მალხაზ ასათიანი (ყვ), ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული (გიორგი დემეტრაძე, 85) ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე (62).
მწვრთნელი: ალან ჟირესი (საფრანგეთი)

2010
მეტოქე: ლატვიის ნაკრები
ტურნირი: 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
ანგარიში: 1:1
გოლი: 1:1 დავით სირაძე (74)
სტადიონი: სკონტოს სტადიონი
დასწრება: 4 330

შემადგენლობა: ნუკრი რევიშვილი (ყვ) – უჩა ლობჟანიძე, მალხაზ ასათიანი, კახა კახალაძე (კ), ალექსანდრე ამისულაშვილი, მურთაზ დაუშვილი, ჯანო ანანიძე (ლაშა სალუქვაძე, 79), დავით კვირკველია (გოგიტა გოგუა, 69/ყვ), ალექსანდრე იაშვილი (ალექსანდრე კოშკაძე, 88), ლევან კობიაშვილი, დავით სირაძე.
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

2012
მეტოქე: ფინეთის ნაკრები
ტურნირი: მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
ანგარიში: 1:1
გოლი: გურამ კაშია (56)
სტადიონი: ჰელსინკის ოლიმპიური სტადიონი (ჰელსინკი, ფინეთი)
დასწრება: 12 607

შემადგენლობა: ნუკრი რევიშვილი – ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, გია გრიგალავა, გურამ კაშია, ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (კ), მურთაზ დაუშვილი, დავით თარგამაძე (ლევან ყენია, 81), თორნიკე ოქრიაშვილი (ყვ) (ჯანო ანანიძე, 67), ლევან მჭედლიძე (დავით დევდარიანი, 59).
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

2019
მეტოქე: ირლანდიის ნაკრები
ტურნირი: ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
ანგარიში: 0:0
სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი
დასწრება: 24 385

შემადგენლობა: გიორგი ლორია – გია გრიგალავა (ყვ), გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, ჯიმი ტაბიძე, ჯაბა კანკავა (კ), ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, ელგუჯა ლობჯანიძე (79), ვაკო ყაზაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი (გიორგი აბურჯანია, 90), გიორგი ქვილითაია (ლევან შენგელია, 73).
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დენვერმა ბეჟანიშვილს კონტრაქტი გაუფორმა

ქართველი მოციგურავეების მორიგი წარმატება: საფინას და ბერულავას ბრინჯაო ავსტრიაში