in

მორიგი სუპერტრანსფერი? მბაპე და რეალი კვლავ აქტუალურია

ლიონელ მესის ტრანსფერის შემდეგ ყველაზე იმაზე ლაპარაკობს, რომ პარი სენ-ჟერმენს მსოფლიოში საუკეთესო თავდასხმა ეყოლება – მესის, ნეიმარისა და კილიან მბაპეს ტრიო წინა ხაზზე მართლაც ზღაპრულად ჟღერს. პარალელურად, ისევ გააქტიურდა საუბრები, რომ შესაძლოა, პარიზულ გრანდის წინა ხაზი შეიცვალოს: დიდია ალბათობა, რომ ამ დღეებში პსჟ კილიან მბაპემ დატოვოს.

RMC Sport იტყობინება, რომ მბაპემ პსჟ-ს კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი უთხრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგ სუპერვარსკვლავს პარიზული გრანდის დატოვება სურს და თანაც, ახლავე. საქმე ისაა, რომ მბაპეს პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი გაისად ეწურება და თუ ახალს ახლავე არ გააფორმებს, ერთ წელიწადში უფასო იქნება.

ცნობილი არ არის, რა ხელფასი შესთავაზა პსჟ-მ მბაპეს ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ. სანდო მედიაში მხოლოდ ის იწერება, რომ პარიზელები მას უკეთეს პირობებს და 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობდნენ. RMC-ის ინფორმაციით, მბაპეს უარის შემდეგ პარიზული გრანდის ხელმძღვანელებმა მის გაყიდვაზე ფიქრი უკვე სერიოზულად დაიწყეს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გუდამაყარში ერთ-ერთი მწვერვალი ლაშა ბექაურის სახელობის იქნება

Exclusive:გიორგი ფანცულაია: მამაჩემის ოცნება იყო ნაკრებში მეთამაშა-ვიცი, ახლა იმ ქვეყანას ძალიან ბედნიერი იქნება