in ,

მოვიგეთ, პირველები ვართ, მადლობა… მაგრამ მთავარი წინაა და ფეხბურთიც სხვა გვინდა

მოვიგეთ, ჯგუფში პირველები ვართ, მიზანი მიღწეულია, მაგრამ მოდი ვაღიაროთ, ეს არ იყო ის თამაში, რასაც ველოდით და რაც დაგვაკმაყოფილებდა. არ იყო სათანადო დონეზე გუნდური თამაში, განსაკუთრებით მეორე ტაიმში ჩვენი ფეხბურთელები ფონს გასვლას უფრო ინდივიდუალურად ცდილობდნენ და ხშირი იყო დრიბლინგის მცდელობა, ბურთის თრევა და ა.შ. ვერ ავეწყვეთ შეტევაში, მეტოქეს კი ბევრის უფლებას ვაძლევდით. ართმევაზეც კარგები იყვნენ სტუმრები. აი იღბალი კი ჩვენსკენ იყო.

გუნდმა ისწავლა სირთულეების დაძლევა: ვილი სანიოლი მთლიანობაში კმაყოფილია

მართალია, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და ჩვენც უნდა დავტკბეთ ამ წარმატებით, თან მთავარია ტაბლო – სულ ეს გვესმის, უბრალოდ აქ საუბარი იმაზეა, რომ საქართველოს ორი გადამწყვეტი მატჩი დარჩა და ყოველთვის ასე არ გაგვიმართლებს.

თუმცა ისიც სათქმელია, რომ პრინციპული მეტოქე და თანაც ჯგუფის ფავორიტი ჩრდ მაკედონია პირწმინდად დავამარცხეთ ორი მატჩის ჯამში – 5:0. ამის არდანახვა და დაუფასებლობაც არ შეიძლება.

პირველი 35 წუთი მეტოქის იყო და საერთოდ არაფერი გამოგვდიოდა. პირველი გოლის შემდეგ ბურთიც დავიჭირეთ და უპირატესობაც მოვიპოვეთ და თამაშის თითქოს მშვიდ კალაპოტში გადავიდა, მაგრამ 1:0 ცხადია სახიფათო ანგარიშია, მით უმეტეს ისეთ თამაშში, როდესაც მეტოქე მონდომებულია და სულ კარისკენ არის დაგეშილი. ეს სიმშვიდე მეორე გოლმა მოგვიტანა, როდესაც გაქცეულმა ბუდუმ თავად არ დაარტყა და გოლი ხვიჩას გაატანინა. ზივზივაძე მერე ერთხელაც გაექცა ცენტრიდან მეტოქეს, მეკარესთანაც პირისპირ გავიდა, მაგრამ გადამწყვეტი დარტყმა ზუსტი ვერ გამოდგა. სულ ეს იყო – დანარჩენი სტუმრების იყო, რომლებზეც ერთი ჩვენიანი ნერვებზე თამაშობდა – მამარდაშვილი. ამ ასაკში ასეთი მეკარე შესაძლოა საერთოდ ევროპაშიც კი არავინ იყოს.

მოკლედ, ჯგუფი მოგებულია, ოღონდ ახლა აუცილებელია გიბრალტარში დაგეგმილი 3 ქულის მშვიდად აღება (26 სექტემბერი), რომ ნახევარფინალში მასპინძლის უპირატესობა გვქონდეს. საქართველოს 5 მატჩის შემდეგ 4 მოგებით და 1 ფრით 13 ქულა აქვს.

ერთა ლიგის C დივიზიონის D ჯგუფის მოგებით, საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონის საგზური მიიღო. ამ გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

23 სექტემბერი. თბილისი. დინამო არენა. 52 ათასი მაყურებელი.

საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია 2:0

გოლები: 1:0 მიოვსკი (36. ავტოგოლი), 2:0 კვარაცხელია (64. ზივზივაძის პასით),

საქართველო: მამარდაშვილი – კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა (ლოჩოშვილი, 71), კაკაბაძე, აბურჯანია (მამუჩაშვილი, 86), კვეკვესკირი, წიტაიშვილი (აზაროვი, 71) – დავითაშვილი (მექვაბიშვილი, 78), ზივზივაძე (მიქაუტაძე, 78), კვარაცხელია

სათადარიგოები: ლორია, შოვნაძე, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე, ჩაბრაძე, გიორბელიძე

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრევსკი – ზაიკოვი, მუსლიუ, დ. ველკოვსკი (სერაფიმოვი, 72), ალიოსკი – ელმასი, ბარდი (ელეზი, 84), სპიროვსკი (ტრაიკოვსკი, 68), აშკოვსკი (ტოდოროსკი, 68) – მიოვსკი, მ. რისტოვსკი (ათანასოვი, 73)

სათადარიგოები: ალეკსოვსკი, სისკოვსკი; ბეტულაი, დორიევი, სერაფიმოვი, დიმოვსკი, დაბუმსკი, ფალზაგიჩი

მთავარი მწვრთნელი: ბლაგოია მილევსკი

მთავარი არბიტრი: ივან კრუჟლიაკი (სლოვაკეთი)


What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუკაიო საკა ინგლისის 21/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

გუნდმა ისწავლა სირთულეების დაძლევა: ვილი სანიოლი მთლიანობაში კმაყოფილია