in

მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და ჯგუფიდან გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით – ბელგიელთა შეფასებები

საქართველოს ნაკრებმა საშინაო ევრობასკეტი დასანანი მარცხით დაიწყო. მიუხედავად სუსტი თამაშისა, ბოლოსკენ ჩვენმა ნაკრებმა, სანდრო მამუკელაშვილის დახმარებით, თითქოს თამაში დაქაჩა, მაგრამ ბოლოს მაინც იღბალმა გვაქცია ზურგი და საშინაო ევრობასკეტი მარცხით დავიწყეთ..

საქართველო ბოლოს გამოცოცხლდა, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია: ბელგიამ დამატებით დროში მოგვიგო

“ყველა დამეთანხმება, რომ ამ საღამოს ეს ნამდვილად Top მატჩი თავისი ლამაზი მომენტებით და დაძაბულობით. ძალიან კარგი გუნდი დავამარცხეთ საშინაო კედლებში. მიუხედავად, ბოლოსკენ საქართველოს გააქტიურებისა, მაინც ვთვლი, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მატჩზე კონტროლს ჩვენ ვამყარებდით და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ”, – ჯონათან ტაბუ.

დარიო ჯორჯი:
“ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და ჯგუფური ეტაპის დაძლევისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით. ბოლო წუთებში, შევძელით საქართველოს ნაკრების კარგი თამაშის, მერე ისევ თამაშში დაბრუნება.”

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს მატჩი უკვე წარსულია: წინ 4 მატჩი გვაქვს – ზუროსის და მამუკელაშვილის შეფასებები

ზურიკოს პრობლემები აქვს: რა ხდება ბორდოში – დავითაშვილი ვერ წარადგინეს