ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Transfermarkt-მა ბელგიის იუპილერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელთა ფასები განაახლა.
წარმატებული მატჩების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძის ფასი 600 000-ით გაიზარდა. თუ კი აქამდე მისი სატრანსფერო ფასი 1. 200.000 მილიონს შეადგენდა, ახლა უკვე ის 1.800 000 მილიონი ევრო ღირს.
მუდმივი ტრავმების ფონზე, საგრძნობლად შემცირდა ლუკა ზარანდიას ღირებულება – 300 000 ევრო.
უცვლელი რჩება გიორგი ჩაკვეტაძისა (2,7 მილიონი ევრო) და ლევან შენგელიას (2 მილიონი ევრო) ფასი.
შეგახსენებთ, რომ იუპილერლიგის მიმდინარე სეზონში გამართულ 4 მატჩში ქართველმა შემტევმა 4 გოლი გაიტანა. ბოლო შეხვედრაში “ვარეგემთან” მიქაუტაძემ ჰეთ-თრიკი გაიფორმა.
GIPHY App Key not set. Please check settings