in ,

მიქაუტაძის ფასი გაიზარდა-ჩაკვეტაძის რეგრესი გრძელდება

გერმანულმა Transfermarket-მა ბელგიის ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელების ფასები განაახლა. ცვლილებები შეეხოთ ქართველ ფეხბურთელებსაც.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ერთა ლიგის გთამაშების პირველი გოლის ავტორია და საქართველოს ნაკრების ლიდერადაც ითვლებოდა, გაუთავებელმა ტრავმებმა დატანჯა და ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ძველებული ფორმის აღდგენას. მას მიმდინარე სეზონშიც ნაკლებად ენდობიან და ძალიან მცირე სათამაშო დრო აქვს. ბევრი იწერებოდა, რომ ქართველი იანვარში “ბუფალოს” რიგებს დატოვებდა, მაგრამ ჩაკვეტაძე ამჯერად ესპანეთში “გენტთან” ერთად შეკრებაზე იმყოფება.

ნაკლებმა სათამაშო დრომ 22 წლის ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებაზეც იმქომედდა და ის კიდევ უფრო შემცირდა. ბოლო მონაცემებით ჩაკვეტაძის ფასი 2 700 000 ევროს შეადგენდა, დღეს განახლებული ღირებულება–2 300 000 ევროა.

გიორგი ცაკვეტაძე ყველაზე ძვირი 2019 წელს ღირდა, როდესაც საქართველოს ნაკრებში ერთა ლიგაზე გაიბრწყინა და “გენტშიც” კარგი თამაშები ჰქონდა. მაშინ მისი ღირებულება 9 მილიონი იყო და “ჩაკვეს” სხვადასხვა ევროპულ კლუბში ტრანსფერზეც ბევრს წერდნენ, მაგრამ ტრავმის შემდეგ გიორგი ძველი ფორმის დაბრუნებას ვერ ახერხებს.

სამაგიეროდ საგრძნობლად გაიზარდა ბელგიური “სერენის” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება. მიქაუტაძის ფასმა ერთბაშად 700 000 ევროთი მოიმატა და ახლა ის 2 500 000 ღირს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

UFC-მ ილია თოფურია იმ სამ მებრძოლში გამოარჩია, რომლებსაც 2022 წელს უნდაა დააკვირდნენ

ვინ გახდება წლის მწვრთნელი: სამი კანდიდატი გამოიკვეთა