in

დაბრუნებული მიქაუტაძის მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა: მეცი კონკურენტთან დამარცხდა

გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ ძირითადში დააყენეს და ბოლომდე ითამაშა საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ პირველად. სამწუხაროდ, მისი და გუნდის მცდელობა და მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა სასურველი შედეგის მისაღწევად – „მეცი“ გადარჩენისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან, „ტულუზასთან“ შინ დამარცხდა – 0:1.

„ტულუზამ“ შეხვედრის დასაწყისშივე პენალტით გახსნა ანგარიში.
შესვენების შემდეგ „მეცი“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, მიქაუტაძეც ძალიან მონდომებული იყო, ბევრს მოძრაობდა, დაცვის დასახმარებლად უკანაც ხშირად იხევდა, ცდილობდა დასარტყმელა პოზიციაზე გასვლას, თუმცა სიმჭიდროვეში ეს ყველაფერი მარტივი გასაკეთებელი არ იყო.

72-ე წუთზე კი მასპინძლების მდგომარეობა დამძიმდა. ბოლო იმედის ჯარიმისთვის „მეცის“ მცველი გააგდეს.

ათი კაცით დარჩენილმა „მეცმა“ ისევ მიქაუტაძის აქტიურობით მოახერხა და საგოლე მომენტი შექმნა. 77-ე წუთზე გიორგი ძელიდან ასხლეტილ ბურთს მეკარის საჯარიმოს ხაზთან დახვდა და ვარდნაში შეეცადა გატანას, მაგრამ მეკარემ ივარგა. ბოლო წამებზე კი შორიდან დაარტყა და ააცილა.

ქართველი ფეხბურთელის შეფასება 6.9-ია.

მეცი – ტულუზა 0:1
გოლი: სერო (12, პენ)
გაძევება: ერელი (72, მეცი)

„მეცი“ 18 ტურის შემდეგ 17 ქულით გასავარდნ მე-16 ადგილზე ჩავიდა, „ტულუზამ“ კი ერთი ქულით გადაასწრო.
მომდევნო შეხვედრა მიქაუტაძის გუნდს მეორეადგილოსან „ნიცასთან“ უწევს 27 იანვარს სტუმრად.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვემ სრულად ითამაშა, უოტფორდმა სტუმრად მოიგო

ვალენსიამ გასვლაზე მოიგო და ევროპას მიუახლოვდა, მამარდამ პენალტი გაუშვა