საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა ინგლისის ჩემპიონშიპში შოთა არველაძის “ჰალ სიტის” რიგებში აღმოჩნდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქართველი თავდამსხმელის თავის გუნდში დამატება შოთა არველაძეს სურს, რომელმაც კლუბის ხელმძღვანელებს ფრანგულ “მეცთან” მოლაპარაკებების დაწყება ურჩია.
მიქაუტაძე, რომელიც ფრანგული “მეცის” საკუთრებაა, ბელგიურ “სერენში” იყო განათხოვრებული და 33 მატჩში 14 გოლი გაიტანა. სწორედ, მიქაუტაძის გოლით მოახერხა “სერენმა” ბელგიის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში (იუპილერ ლიგა) ადგილის შენარჩუნება.
შოთა არველაძის “ჰალ სიტიმ” კი ინგლისის ჩემპიონშიპი მე-19 ადგილზე დაასრულა.
გიორგი მიქაუტაძეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 7 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 1 გოლია. 21 წლის ქართველი თავდამსხმელი transfermarket-ზე 2.2 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
GIPHY App Key not set. Please check settings